კვირა, 27 სექტ 2020, 3:07 PM
მთ. ადმინი ຫອმຕ♪♫™ • 2014/2020 წ.
- Banner"
Banner
- Top Users"
ຫອმຕ♪♫™
სტატიები: 118
პოსტები: 37
კომენტარები: 30
გამოხმაურებები: 3
L♥VELY♥
სტატიები: 31
პოსტები: 10
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 1
DaFF™
სტატიები: 29
პოსტები: 15
კომენტარები: 13
გამოხმაურებები: 0
Forever☚
სტატიები: 20
პოსტები: 17
კომენტარები: 0
გამოხმაურებები: 0
MariaMo
სტატიები: 13
პოსტები: 2
კომენტარები: 2
გამოხმაურებები: 0
Fashion彡™
სტატიები: 10
პოსტები: 13
კომენტარები: 3
გამოხმაურებები: 0
marikordzaia
სტატიები: 8
პოსტები: 9
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 0
- Chat Box"
GE|EN
- Banner"
- Statistics"
სულ
მომხმ.
სტუმარი
სულ ონლაინში » 1
სტუმარი » 1
მომხმარებელი » 0
ონლაინში არავინაა

საიტის მობილური ვერსია

სიახლე!! საიტზე განახლდა მობილური ვერსიის დიზაინი.. დღეიდან შეძლებთ სრულად ისარგებლოდ მობილური ვერსიით ^_^ კითხვებისთვის დატოვეთ კომენტარი. შეცდომის შემჩნევის შემთხვევაში შეგვატყობინეთ ადმინისტრაციას :* 

სრულად ნახვა
 ფორუმის ბოლო პოსტები:
  • სუშანტ სინგ რაჯპუტ ( 0 )
  • ვიშალ ვაშიშტჰა ( 6 )
  • რავუყო ამ სიმპატიურს ?? :დ ( 3 )


  • თითქოს როგორი ადვილია სიყვარული..
    თითქოს როგორი ადვილია სიყვარული,
    თითქოს რა უნდა...
    მაგრამ სულ უბრალოდ,
    დაფიქრდები,
    შეგიძლია თუ არა ვინმესთვის
    ფინჯანი ყავის, ან ჩაის ისე მომზადება,
    რომ არ კითხო, რამდენი კოვზი შაქრით უყვარს
    და გაგეღიმება,
    რადგან მიხვდები,
    რომ ზოგჯერ, "ერთი" უფრო მეტია,
    ვიდრე ასი, ვიდრე ათასი, ვიდრე ზოგადად ყველაფერი.
    ნეტა, რამდენი ისეთი დღეა ჩემს ცხოვრებაში,
    რომელიც ცალ-ცალკე გავატარეთ,
    არ ვიცი, სად ვიყავი, ვისთან, ან რას ვაკეთებდი ამ დროს,
    მეშინია, რომ ისინი მხოლოდ ჩემს ცხოვრებაშია და არა შენსაშიც,
    უბრალოდ, მინდა ყველა მათგანის უკან დაბრუნება შემეძლოს,
    მაგრამ სასწაულიც რომ მოხდეს და ეს გამომივიდეს,
    იქნებ შენ აღარ გქოდნეს ამის სურვილი,
    აღარ გინდოდეს ჩემთან ყოფნა.
    იისფერი ჰორტენზიები (2)

    მეორე დილით, თერთმეტი საათი ხდებოდა, დერეფანში დუდუ რომ გამოჩნდა გასაღებების ჩხრიალით. მისაღებში უცნობი გოგონა შეამჩნია, მორიდებულად რომ იჯდა სკამზე.

     

    ერთი შეხედვით დიდად არ მიიქცევდა კაცის ყურადღებას. დუდუმ გაიფიქრა კიდეც: ეს ალბათ ის არის, კატორაია ჟივიოტ ვ გლდანი. ცივად მიესალმა უცნობს და კაბინეტში შევიდა. როგორც კი დაჯდა, ტელეფონი ახლოს მოიწია და "ისტერიკული" რეკვა დაიწყო.

     

     

    იმ ღამეს გაუმარჯოს.....!
    მინდა სიცოცხლეო
    სული მევედრება,
    თითქოს მეფერება,
    თითქოს მეღელვება,
    თითქოს დროს მიჰყვება
    დროის ეს ფერება,
    დრო მეცოტავება,
    დრო არ მებევრება.
    ის კი თავხედურად,
    მიდის არ ჩერდება,
    სულ მჭამს ერთი კითხვა:
    სიცოცხლე გაჩერდება?!
    სიცოცხლე არ შეწყდება,
    სიცოცხლე გაგრძელდება,
    "იმ ღამეს გაუმარჯოს.......
    რომელიც გათენდება"
    მე ვეღარ გიტან

    შენ
    წახვალ შორს და ამინდებიც აირევიან
    და მე დავრჩები, როგორც შორი, გაღმა ნაპირი,
    გამიჭირდება,
    გეფიცები, თანაც ძალიან,
    მაგრამ არაფერს გაგრძნობინებ, როგორც დაგპირდი...

    აქეთ ზამთარი შემოდგომის გარეშე დადგა
    და არაფერი, სიცივეა გარეთ, შიგნით და
    მე ყველაფერი გაპატიე სიმშვიდის გარდა
    რადგან ასეა, არ უხდება წასვლას სიმშვიდე.

    წისქვილი
    გარეთ თოვდა... აბგად ჰქონდა... ერთი მუჭა ხორბალი.
    ქარი ქროდა, ქარი ქროდა ... ტრიალებდა ბორბალი.
    აღარც ფაცხა , აღარც ქისა , აღარც ჩინი თვალისა...
    კაცი, საცხა ასი წლისა , იხსენებდა თავისას.

    ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო,
    ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო.

    ველად ვსდიე. აბა, წიე, ჯანიანი ვიყავი,
    თუმც, მალევე დავეწიე, ვერაფერი ვუყავი