სამშაბათი, 31 მარ 2020, 4:08 PM
მთ. ადმინი ຫອმຕ♪♫™ • 2014/2020 წ.
ახალი პოსტები მონაწილეები ფორუმის წესები ძებნა
ფორუმი » ფორუმის ლენტური ვარიანტი
ახალი შეტყობინებები
5
41
Forum: ✔ კონკურსები ツ° | თემა: საუკეთესო ისტორია / ჩანახატი ..
EkaKo
ორშაბათი, 31 ოქტ 2016, 10:52 PM
თითქოს სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა..

თითქოს სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა..წამიერი დუმილია და თიქთოს სამყარო ამ ერთ წამში ჩარჩა..სევდამ მოგონებები შემოინახა და ისევ იქ ვარ სადაც იყავი შენ,ვიყავი'თ ჩვენ.
დიდი დრო გავიდა შენი წასვლიდან...არაფერი აღარ შემომრჩა გარდა გაცრეცილი მოგონებებისა..ის კოპლებიანი კაბაც გაიცრიცა შენ რომ ასე ძალიან გიყვარდა..მორჩა ყველაფერი..და თითქოს სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა..წამიერი დუმილია და თიქთოს სამყარო ამ ერთ წამში ჩარჩა..სევდამ მოგონებები შემოინახა და ისევ იქ ვარ სადაც იყავი შენ,ვიყავი'თ ჩვენ..გავყურებ ჰორიზონტს და ვიცი რომ სადღაც ცის იქით,ისევ ისე, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მელოდები..წლებია სხეულიდან სულს მაწიწკნიან და მე ვერაფერს ვშველი საკუთარ გაუბედურებულ თავს....ისევ თეთრი კედლებია ირგვლივ..ისევ ისე ჩვილის ჩაუცმელი ბაჩუჩები მიჭირავს ხელში და საკუთარ თავს ისევ იმავე კითხვას ვუმეორებ..რატომ?რისი გულისთვის?..და ხმას ისევ არ მცემენ უსულგულოდ ცივი თეთრი კედლები,რომელსაც უთვალავი შეჩერებული სუნთქვა მართებს...მიდიან დღეები და შენს დაბრუნებას,წლების შემდეგ აზრი აღარ ექნება..მე აღარ (ვეღარ) ვიქნები ის ვინც შენ ასე ძალიან გიყვარდა...
3
42
Forum: ✔ კონკურსები ツ° | თემა: საუკეთესო ისტორია / ჩანახატი ..
ℭℴℴℒ
ოთხშაბათი, 26 ოქტ 2016, 3:19 PM
ქურდი ვარ.... ვიპარავ გრძნობებს....

ქურდი ვარ....
ვიპარავ გრძნობებს....
და ახლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი,რომ
ვერც შეამჩნიე....
ქურდი ვარ....
ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი....
ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე....
ვაღიარებ, რომ საათები მოვპარე დროს...
და იმიტომ თენდება გვიან...
დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...
ხანდახან მზის სხივებსაც...
ცისარტყელას ფერები მოვპარე...
შვიდიღა დარჩა....
ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს...
ზღვას ნაპირი მოვპარე...
ვარსკვლავებს ერთმანეთი...
და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე...
სულ ცოტა....
დღეს მაინც რომ მეყოს....
მეშინია....ერთ დღეს რომ ყველაფრის უკან დაბრუნება მომთხოვონ?

ქალს მანამდე უნდა სთხოვო პატიება სანამ მიხვდა, რომ შენს გარეშე უფრო კარგადააა..
8
43
Forum: ✔ კონკურსები ツ° | თემა: საუკეთესო ისტორია / ჩანახატი ..
ϟნანჩო♥))
ორშაბათი, 24 ოქტ 2016, 6:52 PM
მიპოვე რა..

ისევ იგივე სევდისფერი დღე,ჩამოფარებული ფარდები,ფინჯანი ყავა ჰაერივით ყლუპ-ყლუპად სვამ და გეღიმება,ოღონდ შენც არ იცი სიმწრის არის თუ ბედნიერების?!ალბათ უფრო პირველი თორემ მეორეს არსებობის არ მჯერა და არამგონია ოდესმე შევძლო იმის დაჯერება რომ არსებობს..ახლა რომ ვენები გადავიჭრა და სისხლისგან დავიცალო ვერც ვერავინ მიპოვის..დედაჩემი წლებია ჩემს გულის ცემას აღარ უსმენს..მამა,მამას წლებია ნორმალურად არც დავლაპარაკებივარ არც თვალებში ჩამიხედავს..ჰო ერთ სახლში ვცხოვრობთ მაგრამ რატომღაც სურვილი არ გამჩენია მასთან დაახლოების..არც არავისთან მივსულვარ ისე ახლოს რომ მერე დათმობა გამჭირვებოდა..ყოველთვის მეშინიოდა რომ ერთ დღესაც ადგებოდნენ და მიმატოვებდნენ ადამიანები...ახლაც ასეა არაფერი შეცვლილა ისევ მეშინია...და ამასობაში ვამჩნევ რომ მხოლოდ ერთეულები შემომრჩა...ზოგჯერ საკუთარ თავს ვეუბნები მივდივარ და შენც წამოდი მეთქი მაგრამ არ მომყვება...დავიწყების ეშინია ყველაზე მეტად..ერთხელ დედამ მითხრა თუ შენ გაიღიმებ მაშინ ყველაფერი კარგად იქნებაო..თუმცა ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო და მას შემდე არც არაფერი ყოფილა კარგად..ღიმილი?ის ალბათ ერთადერთი საშუალებაა "გიხაროდეს" ოღონდ ისე რომ შენც არ იცოდე რა... ნეტავ სულ არ გეთქვა, ნეტავ სულ არგეთქვა რომ მოხვიდოდი და მეც აღარაფრის იმედი აღარ მექნებოდა..იცი ახლა წვიმს..იმიტომ კი არა რომ შენ გიყვარს..უბრალოდ იმიტომ რომ ზეცას ასე მოუნდა..მეც მინდა შენი ერთხელ ნახვა მაინც თუმცა სულ ტყუილად...ვიცი ახლა ფანჯარასთან ზიხარ და სიგარეტს ეწევი,გიყვარს წვიმა ბევრჯერ გაქვს ნათქვამი და მშურს წვიმის..ჰო მას ჩემგან განსხვავებით ძალიან გაუმართლა იმიტომ რომ ასე ძალიან გიყვარს...ტიკ ტაკ,ტიკ ტაკ,ერთადერთი დრო ხმაურობს დედამიწაზე,თორმეტს გადასცდა და ეს იმას ნიშნავს რომ ახალი დღე დაიწყო..ღიმილის დროა მწუხარებამ ბარგი აიკრა და სიბნელეში გაუჩინარდა.. წვიმა შეწყდა დარჩა მოღუშული დედამიწა და მე რომელსაც თუ ვერ იპოვი სამუდამოდ შთანთქავს სიმარტოვე..ცოტა დრო კიდევ მაქვს..მიპოვე რა!..

იცხოვრე იმ იმედით, რომ დრო გავა და..... რომ დრო ყველარის მკურნალია ♥
12
44
Forum: ✔ კონკურსები ツ° | თემა: საუკეთესო ისტორია / ჩანახატი ..
Fashion彡™
კვირა, 23 ოქტ 2016, 7:38 PM
ჩემთვის სულერთია, რა წარმოშობის ხარ და რამხელა მატერიალურ ქონებას ფლობ.
მე მინდა გავიგო, რისკენ მიისწრაფვი ამ ცხოვრებაში.
ჩემთვის უმნიშვნევლოა შენი წარსული და ის საზოგადოება, რომელშიც ადგილის დამკვიდრებას ცდილობ.
მე მინდა ვიცოდე, ხარ თუ არა მეომარი. გყოფნის თუ არა სიმამაცე გაუმკლავდე სირთულეს და არ ეძებო დამნაშავე სხვაში?
არ მაინტერესებს რომელი პლანეტა მართავს შენს მთვარეს.
მე მაინტერესებს, შეგიძლია თუ არა მართო საკუთარი თავი. გყოფნის თუ არა ძალა შეინარჩუნო ღირსება მაშინ, როდესაც ეშმაკზე კონტროლს გაკარგვინებენ?
ჩემთვის სულერთია სად ეძებ საარსებო წყაროს.
მინდა ვიცოდე როგორია შენი სამყარო!
რა არის შენი მზე იქ, სადაც მხოლოდ სიბნელეა?
გიგრძვნია თუ არა აუტანელი ტკივილისგან დაცლილ სხეულში სიცოცხლის აღორძინების ძალა?
გაბედავ თუ არა ჩემი ან შენი ტკივილი მიიღო ისე, რომ არ დამალო ის, არ შეამსუბუქო და არ შეეწინაღმდეგო მას, მაგრამ მასში წინსვლისკენ მიმავალი გზა დაინახო?
მზად ხარ თუ არა ჩაიდინო სისულელე სიყვარულისთვის, ოცნებისთვის, იმ ჩანაფიქრისთვის, რომელიც ბედნიერების იმედს გაძლევს?
მზად ხარ თუ არა ჩამკიდო ხელი და ჩემთან ერთად ცეცხლში შეხვიდე?
შესძლებ თუ არა ჩემი ან შენი დამარცხების შემთხვევაში თავმოყვარედ იცხოვრო, და, ერთხელაც, ზღვის ნაპირთან მისული, იმის გაცნობიერებით, რომ ყველფრის მიუხედავად მაინც ერთად ვართ, შეხედო დიდ ვერცხლისფერ მთვარეს და დაიყვირო: კი!!!!

ნუ მესიზმრები!..
გადავიღალე, გამოღვიძებულს რომ ვერ გპოულობ...
6
45
Forum: ✔ კონკურსები ツ° | თემა: საუკეთესო ისტორია / ჩანახატი ..
Moony♥-
კვირა, 23 ოქტ 2016, 4:25 PM
"ადამიანი რომ ყოვლისშემძლე იყოს...

საქმე იმაშია ვინ როგორ მოაწყობდა ირგვლივ ყველაფერს ყოვლისშემძლე რომ იყოს. ბევრს ვფიქრობ ადამიანური ბუნების უკიდეგანო შესაძლებლობებზე. ეს ბუნებაა სწორედ ხანდახან რომ იპყრობს მთლიანად ადამიანის მთელს არსებას და ისეთ რამეზე მოაწერინებს ხელს რასაც საღად მოაზროვნე ადამიანი არასოდეს ჩაიდენდა. ხოდა ადამიანის ხელით შექმნილ სამყაროს აუცილებლად განაპირობებდა მისი ის არაადამიანური ბუნება, ანუ „მეორე მე“ ოღონდ ის მეორე მე სულ სხვაა და არა ჩვეულებრივი მეორე მე რადგან ეს ის შემთხვევა იქნებოდა, როდესაც ეს „მე“ ყოვლისშემძლე არსებად იქცეოდა და ამ განუზომელი ძალაუფლების პატრონს ძირითად მესთან ჭიდილი კი არ მოუწევდა გადაწყვეტილების მისაღებად, არამედ თავად განაგებდა ყოველივეს. მიცდია კიდეც წარმომედგინა როგორი იქნებოდა სამყარო, იმ მოთხოვნილებების მიხედვით რომ შექმნილიყო, რაც უიშვიათესი ჯიშის ცხოველს - ადამიანს გააჩნია, მაგრამ რამდენჯერაც წარმოვიდგინე ეს უკანასკნელი ყოველთვის ერთ გარდაუვალ ჭეშმარიტებას წავაწყდი, ეს იყო უსაზღვრო უსამართლობა და ქაოსი, რადგანაც ერთი ადამიანის ინტერესი ყოველთვის მეორესას კვეთდა და პირიქით. ალბათ სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ სამყაროში ადამიანს ერთი უბადრუკი არსების ადგილი უნდა ეჭიროს და არა „კანონმდებლისა“. ადამიანი რომ ყოვლის შემძლე იყოს? - ჰმ..."
Edited By - Moony♥- - კვირა, 23 ოქტ 2016, 4:33 PM

დღეს შენით ყოფნა აუტანელია და ოდესმე უშენობას რა აიტანს..
14
46
Forum: ✔ კონკურსები ツ° | თემა: საუკეთესო ისტორია / ჩანახატი ..
DaFF™
კვირა, 23 ოქტ 2016, 4:05 PM
სული ტკივილზე ვეღარ რეაგირებს, თვალს ტკივილზე ცრემლი აღარ სდის, გული გაქვავდა, იგი რკინაზე მტკიცე და ყინულზე ცივია. ცხოვრება რთულია, როცა ვერ გიგებენ, საყვარელ ადამიანს დასტირი და ვერაფერს ახერხებ, ეს არის ცხოვრება, გინდა კივილმა ამოხეთქოს, ტკივილმა მიგატოვოს და ცრემლებად დაიღვარო...სულის სიმძიმე ისე მძიმდება ვეღარ ზიდულობ არ შეგიძლია და როცა გინდა ის მოიშორო: ყველას ივიწყებ, ტკივილი გაძლიერებს, გახსენდება წყენა ყოველი. გული გერევა ამ ყველაფერზე, გინდა გაიქცე თავი დააღწიო, არაფერი გამოდის ამ ცხოვრებიდან ვერსად მიდიხარ, ამ ყველაფრის შემყურე ხელში სამართებელს იღებ და სხეულს ისერავ...სისხლი ამოფეთქავს სხეულიდან ეს ყველაფერი გეშვება, გახსენდება ის ვინც გიყვარდა, გინდა დაბრუნდე მაგრამ... ვსიო მორჩი გათავდი აღარასოდეს განმეორდები, საფლავს გაგითხრიან, ცრემლს დაგაყრიან, დაგიტირებენ ფარისევლურად,ჩათვრებიან... ზოგიც საცოდაობით ვეღარ ისუნთქებს, ზოგიც უშენოდ დაიტანჯება შენს ცოცხლად ყოპნას ინატრებს, იგლოვებს... სულით მგლოვიარეს მოჩვენებით მგლოვიარეზე გული აერევა, ჩაიკეტება, გული დაუმძიმდება... სული გინატრებს, უშენოდ გაიყინება, უზომოდ დაიტანჯება უშენოდ...
გაივლის წლები: ერთი, ორი, სამი, ოთხი ყველას მიავიწყდები გულის ბნელ მიტოვებულ კუჭულში დაიდებ ადგილს... ფიქრობ ამაზე სამართებელს ივიწყებ, იშორებ ცხოვრებიდან, გეცინება საკუთარ ტკივილზე... ცხოვრებას იკიდებ, წამით ითიშები, "გული გერევა", შემდეგ თავხედობ, ყველას აგიჟებ, გრძნობებს იკიდებ... ცხოვრება კი თავისი უხეში გზით გატარებს...

- დეე გამიკეთე რაა საჭმელი..
- არ მცალია შენთვითონ გაიკეთე !
- იყოოს აღარ მშიაა.
34
47
Forum: ✔ კონკურსები ツ° | თემა: საუკეთესო ისტორია / ჩანახატი ..
ຫອმຕ♪♫™
კვირა, 23 ოქტ 2016, 3:56 PM
გთავაზობთ ახალ კონკურსს, სახელად - საუკეთესო ისტორია / ჩანახატი ..
ყველას ვისაც გსურთ მონაწილეობის მიღება მოიძიეთ რამე სასიყვარულო ან ცხოვრებისეული ჩანახატი ან პატარა ისტორია.. შემდეგ დადეთ აქ, და რთქმაუნდა ვწეროთ ქართულად..

თემების განთავსება შეწყდება მერვე ჩანახატზე.. ასე რომ იჩქარეთ..
შემდეგ დაიხურება კონკურსი და ჩატარდება შეფასება, ანუ ხმას მივცემთ ფავორიტ ჩანახატს ან ისტორიას...

*გამარჯვებული მომხმარებელი გადავა ის ჯგუფში...

აქ დავდოთ მხოლოდ ჩანახატები, კომენტარების დასამატებლად დააწკაპეთ აქ ..

- მერე არ ინანო, დროს რა მოჰქონდაო.. მოვფერებოდი, შანსი ხომ მქონდაო..
34
48
Forum: გრძნობები ♥ ურთიერთობები ヅ | თემა: როცა შეყვარებული სხვას...
ຫອმຕ♪♫™
ორშაბათი, 17 ოქტ 2016, 8:09 PM
ნამდვილად არ ღირს მისვლა და ისტერიკების მოწყობა, იმ გოგოსთან თავის დამცირება და ა.შ.

ცალკე წყნარად უნდა დაელაპარაკო და დაშორდე...

მე ასე მოვიქცეოდი...

- მერე არ ინანო, დროს რა მოჰქონდაო.. მოვფერებოდი, შანსი ხომ მქონდაო..
14
49
Forum: გრძნობები ♥ ურთიერთობები ヅ | თემა: როცა შეყვარებული სხვას...
DaFF™
შაბათი, 15 ოქტ 2016, 2:57 PM
მე მივიდოდი, გამოვლანძღავდი და სილასაც გავაწნიდი ..
იმ გოგოაც გავაგებინებდი როგორ ბიჭთან იყო ..

- დეე გამიკეთე რაა საჭმელი..
- არ მცალია შენთვითონ გაიკეთე !
- იყოოს აღარ მშიაა.
8
50
Forum: სხვა და სხვა თემები + გამოკითხვები v♥s.. | თემა: თქვენი საყვარელი საქმიანობა..
ϟნანჩო♥))
სამშაბათი, 11 ოქტ 2016, 12:14 PM
ຫອმຕ♪♫™, მოგზაურობა მეც მინდა. განსაკუთრებით მაინტერესებს ბუნება, ვიდრე ქალაქები ..
ისე ზოგადად არ ვიცი ... არვიცი რითი მინდა დავკავდე, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი

იცხოვრე იმ იმედით, რომ დრო გავა და..... რომ დრო ყველარის მკურნალია ♥
ძებნა: