პარასკევი, 25 სექტ 2020, 0:37 AM
მთ. ადმინი ຫອმຕ♪♫™ • 2014/2020 წ.
- Banner"
Banner
- Top Users"
ຫອმຕ♪♫™
სტატიები: 118
პოსტები: 37
კომენტარები: 30
გამოხმაურებები: 3
L♥VELY♥
სტატიები: 31
პოსტები: 10
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 1
DaFF™
სტატიები: 29
პოსტები: 15
კომენტარები: 13
გამოხმაურებები: 0
Forever☚
სტატიები: 20
პოსტები: 17
კომენტარები: 0
გამოხმაურებები: 0
MariaMo
სტატიები: 13
პოსტები: 2
კომენტარები: 2
გამოხმაურებები: 0
Fashion彡™
სტატიები: 10
პოსტები: 13
კომენტარები: 3
გამოხმაურებები: 0
marikordzaia
სტატიები: 8
პოსტები: 9
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 0
- Chat Box"
GE|EN
- Banner"
- Statistics"
სულ
მომხმ.
სტუმარი
სულ ონლაინში » 2
სტუმარი » 2
მომხმარებელი » 0
ონლაინში არავინაა


 

 

***
დაუთვლელი ციცქნა გული ფეთქავს,
მორიდებით რომ მიქნევენ ხელს,
გვირილებში არის მხოლოდ ერთად
... სიყვარული, ღიმილი და მზე .
 
აქ, მაღლობზე ავაგებდი ტაძარს,
გვირილების ღიმილივით თეთრს,
და ჩემს სულში აფეთქებულ ხანძარს
მთელი ღამე ვავედრებდი ღმერთს.
 
გვირილები მოგართმევდნენ კაბას,
გაგვიღებდნენ მუხის მძიმე კარს,
მზე რომ ზღვაზე გვირგვინს ამოქარგავს,
სწორედ მაშინ დავიწერდით ჯვარს.
 
მონატრება ყველა კუნჭულს ათოვს,
შენი სუნთქვა შერჩენიათ გზებს,
მაგ თვალებში წავიკითხე მარტო
გვირილები – ღიმილი და მზე…
 
ვანო კორძაძე 
 
 
  *** 
ნუ მომატყუებ, რომ დრო ყველა სევდას
და დარდებს გაფანტავს,
დღეს შენი დღეა, მაგრამ დრო მოვა და
უჩემობა სულში გაატანს,
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და
გატაცების ცეცხლით ენთები
ახლა არ გჯერა, მაგრამ დრო მოვა და
მტკივნეული დარდი ვიქნები.
მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და
დავიწყების მხარეს ეწვია,
შენი სახით რომ ღმერთი აჩუქეს და
უღმერთობას გადაეჩვია,
სუსტი ხელებით ნაწვიმარ ცაზე ისე აგწიე
რომ ვეღარ შეგწვდი,
ღმერთად გაქციე და ღმერთი რაღას
გამიხსენებდი, ვინ ვიყავ შენთვის.
ჯერ უდარდელი ღგეები გიდგას და სხვის
ალერსში არ გახსენდები,
მაგრამ მერწმუნე, ის დღეც დადგება
რომ სიგიჟემდე მოგენატრები... !
 
 
  *** 
მოგენატრებიო.... მითხარი ერთხელ...
არ მენატრებიო არა...
შეგიყვარდებიო... მითხარი მახსოვს...
ამ გრძნობას გავურბივარ ახლაც..
ყველგან მომძებნეო ფიქრით და თვალებით
ახლაც დაგეძებო სადღაც..
იქნებ ვერასოდეს მიპოვნოო
ხოდა ვერ გპოულობ ახლაც
მე შენი ვინ ვარო? მკითხე ფიქრით
ფიქრითვე მიპასუხე თავად
მე შენი სულის სუნთქვა ვარო შენი დაბნეული ბარდა.
არ მელოდებოდიო? მკითხე ჩუმად
ლოდინმა დამღალა ახლაც
იქნებ გაგახსენდეს ჩემი არსებობა
მოხვიდე დროა ალბათ
მე მაშინ მოვალ როცა არ მეძებო
ჩუმად მითხარი ნაზად
მე აღარც გეძებ აღარც გელოდები
ბილიკს მივუყვები ცალად
შენ ჩემი სუნთქვა ხარო
მაგრამ არ გიცნობო....
ესეც რომ მითხარი მახსოვს
იქნებ დრო არის რომ მოხვიდე
და ეს გრძნობები ნახო?
მოგენატრებიო მითხარი ფიქრით
მე სულ მენატრები რა ვთქვა?
შეგიყვარდებიო.... ხოდა რომ მიყვარხარ
ამას უნდა გრძნობდე ახლა
ჩემი იქნებიო.... მე შენი ვარ
თუმცა არ გიცნობ რა ვქნა?
სულში სახლობ და სულში ბობოქრობ
სულით გეფერები ამ წამს
შეგიყვარდებიო... მე ეხლაც მიყვარხარ
ეხლაც მენატრები რა ვქნა?
მოდი მომეხვიე გულში ჩამიკარი
და ნუღარ წახვალ სხვასთან
 
 
  *** 
მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე!
ჩურჩულებენ სევდიანი სონეტები,
დაგეწევი შორს მიმავალ ბილიკებზე
და ვნებების მწველ ალმურად მოგედები!..
 
 
შენს ტუჩებზე ტკბილ შარბათად დავიღვრები,
კოცნებს შორის გადავითვლით წამს წამებზე,
ვითამაშებ შენი ყველა ახირებით,
სიყვარულად დაგეფრქვევი წამწამებზე.
 
 
არ გავუშვებ ტუჩებს, ჩემზე გაბუტულებს,
ვისაუბრებთ ვნებებზე თუ სიმშვიდეზე...
ყურთან ახლოს, ცხელი სუნთქვა ჩაგჩურჩულებს:
მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე
 
 
  *** 
არ დამეკარგო,
 არ დამიდნე,
 არ დამეღვარო...
 მოვალ...მოვიფრენ....
 არ დამეშალო,
 არ ჩამიქრე,
 არ დამემალო,
 თუკი მგრძნობ,მისმენ...
 არ დამეფანტო,
 არ გამიკრთე,
 არ დამეღალო,
 რომ კვლავ მომინდე...
 არ დაგენანო,
 არ ატირდე,
 არ დაგენატრო,
 თუკი მოგიკვდე...
 
 
  *** 
მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ,
მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ,
ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი,
შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.
 
დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით,
და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით,
აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა "მაგრად მიყვარხარ"
ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ???
 
შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები
და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები.
აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი,
რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით
 
 
  *** 
მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება!
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია
 
 
  *** 
მოდი გავაჩეროთ ქვეყნად ყველაფერი,
მხოლოდ სიყვარულმა იმეფოს.
და თუ ცარიელი ქუჩა ატირდება,
მისი გაჩუმება ვინებოთ.
მოდი შევაჩეროთ დროის ხეტიალი,
წუთებს საათები დავარქვათ,
ყველა ტკივილი და ყველა მწუხარება
ერთი ხელის მოსმით გადავჭრათ.
მოდი გავაჩეროთ ქვეყნად ყველაფერი,
მხოლოდ ერთგულება სუფევდეს,
და ამ აუხდენელ ოცნებებში,
ღალატს სიყვარული უგებდეს...
 
 
  *** 
ძალიან მომწონს შენი თვალები,
მუქია შავი, თაბრუდამხვევი
გაბრწყინებული მინახავს ზოგჯერ,
ხან სევდიანიც,სულისწამსვლელი.
მიყვარს მე შენი თვალების ცქერა,
ყოველთვის მინდა რომ იყო ჩემთან
თვალებით შევძლებ მე ამოკითხვას,
თუ შენ რას ფიქრობ და რეებს გეგმავ.
მე მაგ თვალებში სიყვარულს ვხედავ,
ამის გულისთვის ვიქნები შენთან,
მინდა რომ მე შენ გიყვარდე მუდამ,
არ შემომხედო არასდროს ცუდად.
მე მეყვარები ყოველთვის,მუდამ,
არ მიგატოვებ მე არცერთ წუთას,
გთხოვ დამპირდი რომ იქნები მუდამ,
თვალებით წმინდა და სულით სუფთა.
ღმერთო აშორე მას ტანჯვა,ცოდვა,
მან ხომ იტანჯა საკმაოდ დიდხანს...
ღმერთო ამყოფე ყოველთვის კარგად
და დავანახებ სიყვარულს წმინდას..
 
 
  *** 
ჩემს საამებლად ზოგჯერ ერთი ყვავილიც კმარა,
ქალი რა არის, აკოცებ და გონიდან წაშლი,
გაყინულ მკერდზე ედელვაისს იხუტებს შხარა
და ბებერ ბუხარს ეფიცხება ბებერი მახვში.
 
ფეხქვეშ იშლება აზელილი მიწასთან თოვლი,
ჩაიკარგები,თუ გავარდა ერთი ჩქამი, და...
ვაჟკაცობაში ეჯიბრება შვიდიოდ კომლი,
ედელვაისი მომიტანონ უნდა შხარიდან.
 
მე კი შენს თვალებს, ცხოვრებისგან გადაღლილ თვალებს,
რა უნდა მომცენ, ქვეყნად რომელ ყვავილში გავცვლი,
გადუღეღია გულისპირი სვანეთის ღამეს
და მერე მთვარე დაუხლია ვნებისგან დაცლილს.
 
 
  ***
შენ უნდა გერქვას ჩიტი ნიბლია 
და ანგელოზად ცის თაღზე იჯდე,
შენი დანახვა ერთი ხიბლია
და ამ რითმებსაც ამიტომ გიწერ!
 
შენ უნდა გერქვას ნაზი ლილია
და დედოფლადაც ყვავილთა იყვე,
შენი დახატვა რთულად მიცნია
და ამ მშვენებას სიტყვებით გიფერ!
 
შენ უნდა გერქვას თრობის მისი-ა,
ყურძნის მტევნებად სავაზეს ირგე,
შენი დაყლაპვა წრთომის მისია
და ამ გამოცდას ფრთაშესხმულ ვიფრენ!
 
შენ უნდა გერქვას თოვლის ფიფქია
ზამთრის ქათქათა საბანში იწვე,
შენთან შეხვედრა ბევრჯერ მიცდია,
ამ გაზაფხულსაც მოგიყვან კიდეც!
 
შენ უნდა გერქვას ქრობის ნისლია 
ჩემი ოცნების მწვერვალზე იდგე,
შენი დაკარგა გმობის ღირსია
და ამ სიყვარულს ლექსებად გიფენ!