ხუთშაბათი, 29 ოქტ 2020, 12:34 PM
მთ. ადმინი ຫອმຕ♪♫™ • 2014/2020 წ.
- Banner"
Banner
- Top Users"
ຫອმຕ♪♫™
სტატიები: 118
პოსტები: 35
კომენტარები: 30
გამოხმაურებები: 3
L♥VELY♥
სტატიები: 31
პოსტები: 10
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 1
DaFF™
სტატიები: 29
პოსტები: 15
კომენტარები: 13
გამოხმაურებები: 0
Forever☚
სტატიები: 20
პოსტები: 17
კომენტარები: 0
გამოხმაურებები: 0
MariaMo
სტატიები: 13
პოსტები: 2
კომენტარები: 2
გამოხმაურებები: 0
Fashion彡™
სტატიები: 10
პოსტები: 13
კომენტარები: 3
გამოხმაურებები: 0
marikordzaia
სტატიები: 8
პოსტები: 9
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 0
- Chat Box"
GE|EN
- Banner"
- Statistics"
სულ
მომხმ.
სტუმარი
სულ ონლაინში » 1
სტუმარი » 1
მომხმარებელი » 0
ონლაინში არავინაა

თითქოს როგორი ადვილია სიყვარული..
თითქოს როგორი ადვილია სიყვარული,
თითქოს რა უნდა...
მაგრამ სულ უბრალოდ,
დაფიქრდები,
შეგიძლია თუ არა ვინმესთვის
ფინჯანი ყავის, ან ჩაის ისე მომზადება,
რომ არ კითხო, რამდენი კოვზი შაქრით უყვარს
და გაგეღიმება,
რადგან მიხვდები,
რომ ზოგჯერ, "ერთი" უფრო მეტია,
ვიდრე ასი, ვიდრე ათასი, ვიდრე ზოგადად ყველაფერი.
ნეტა, რამდენი ისეთი დღეა ჩემს ცხოვრებაში,
რომელიც ცალ-ცალკე გავატარეთ,
არ ვიცი, სად ვიყავი, ვისთან, ან რას ვაკეთებდი ამ დროს,
მეშინია, რომ ისინი მხოლოდ ჩემს ცხოვრებაშია და არა შენსაშიც,
უბრალოდ, მინდა ყველა მათგანის უკან დაბრუნება შემეძლოს,
მაგრამ სასწაულიც რომ მოხდეს და ეს გამომივიდეს,
იქნებ შენ აღარ გქოდნეს ამის სურვილი,
აღარ გინდოდეს ჩემთან ყოფნა.
* * * *

– მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ 
ასაკი უკვე გავიარე.
– რა ასაკი.
– აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.
– თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .
– დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.
– მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

ცრემლნარევი სიყვარულის სიგიჟე
ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა, 
საშინლად მომბეზრდა ყველაფერი, 
ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე. 
ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომნები, 
ეს მარტო მე კი არ მახვევია, 
მთელი ქვეყანა ასეთი ხდება. 
უმიზნო და ცივი, 
მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე, 
მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას. 
რაც არ უნდა სიგიჟემდე მიყვარდეს მაინც მარტო ვარ, 
რადგან ჩემი სიყვარული მარტოა, 
მარტოა იმ ყვავილივით, რომელიც უღრან ტყეში ამოვა. 
ინტიმური ჯაზი
ამ ქუჩაზე ყველაზე მეტი ჯაზი დადის, არეული ნაბიჯებით, სქელი სიგარით და მკვეთრი ვისკის სუნით. ყველა ბარს თავისი ხიბლი აქვს, ზოგგან მთვრალი გოგონები თამამად ეცეკვებიან თავიანთ ფერადკანიან პარტნიორებს, ზოგი სულაც უცხოებს. იღებენ ბლუზს მათი სულიდან და სასიამოვნოთ ატარებენ დროს ოთახებში სადაც კედლები ნოტებითაა გაჟღენთილი.
Manchester by the sea
დავდივარ გვამი, უჰაეროდ სუნთქავს ფილტვები.
გადარჩენილი მხოლოდ სიჩუმის ნაფლეთებია ...
სარკის წინ ვდგავარ სანთლით ხელში, ცოდვით ვიწვები.
კედლებზე ბზარი ჩემი მუშტის ნახეთქებია .

სულ-გამძვრალი ვარ, დინებაში ვპოვებ დასასრულს ...
ფსკერზე დარგული უგზოუკვლოდ ჩემი გვამია
და თუ შენ ნახავ, ამ სივრცის კედლებს, ფრჩხილით დაკაწრულს,
აქ მე ვიყავი ! აქ არვის არ გაუხარია !
იდეალური ქალი და სიყვარული
......რამდენიმე თვის წინ ბიჭთან შეხვედრა დავიწყე.....სიყვარულის გამო არა.... უბრალოდ მარტოობის და მოწყენილობის გამო.... გუშინ მეგობრებთან ერთად სვამდა....როცა სახლში მოვიდა მითხრა:
- შენ იდეალური ხარ... ახლა მეგობრებს ვუსმენდი და მივხვდი: შენ საუკეთესო ხარ!....არასდროს ეჭვიანობ.... მეგობრებთან მიშვებ....შემდეგ არ მეკითხები იყვნენ თუ არა იქ სხვა ქალები.....არ მეჩხუბები....საჩუქრებს არ მთხოვ....თუ კი სამუშაოზე გვიანობამდე შემოვრჩი არ გწყინს.... შენ ყველაზე კარგი ხარ ამ სამყაროში!....
.........
მე ვიდექი.....ვუსმენდი და ვფიქრობდი.... რისი თქმა შემიძლია.....თუ რატომ ვარ იდეალური?!... იმიტომ რომ არ მაინტერესებს...სად დადის....ვისთან ერთად..... როდის მოვა სახლში..... მოვიდა - კარგია.... თუ არა - უკეთესი.... გამოდის იდეალური ქალი - ეს ის არის, რომელსაც არ უყვარხარ?!...

Milena 23

ຫອმຕ♪♫™ 43

ΣΕ♥ΑΓΑΠΏ 732