სამშაბათი, 22 სექტ 2020, 5:41 PM
მთ. ადმინი ຫອმຕ♪♫™ • 2014/2020 წ.
- Banner"
Banner
- Top Users"
ຫອმຕ♪♫™
სტატიები: 118
პოსტები: 37
კომენტარები: 30
გამოხმაურებები: 3
L♥VELY♥
სტატიები: 31
პოსტები: 10
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 1
DaFF™
სტატიები: 29
პოსტები: 15
კომენტარები: 13
გამოხმაურებები: 0
Forever☚
სტატიები: 20
პოსტები: 17
კომენტარები: 0
გამოხმაურებები: 0
MariaMo
სტატიები: 13
პოსტები: 2
კომენტარები: 2
გამოხმაურებები: 0
Fashion彡™
სტატიები: 10
პოსტები: 13
კომენტარები: 3
გამოხმაურებები: 0
marikordzaia
სტატიები: 8
პოსტები: 9
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 0
- Chat Box"
GE|EN
- Banner"
- Statistics"
სულ
მომხმ.
სტუმარი
სულ ონლაინში » 1
სტუმარი » 1
მომხმარებელი » 0
ონლაინში არავინაა

რამ შეგაყვარა?

- ტირი?  
- ჰო, ვტირი...
- მერედა რატომ?- ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
- გიყვარს? 
- ჰო, მიყვარს...
- რამ შეგაყვარა? - დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი 
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
- რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
- დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
- პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
- გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს 
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად... 
- დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
- პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
- გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს 
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს 
ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
- მარტო ის გიყვარს?-მკითხა ჭადარმა.-მარტო იმისთვის ტირიხარ ასე? 
ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა 
გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.
და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრემლების წვიმა, და ჩემთან 
ერთად ტიროდა ყველა: ქარი, ჭადარი, მეცა და წვიმაც.
ბოლოს სულ ბოლოს ქალის კივილი გაიგონა...-`ვაიმე 
დედა~-დაიწერა ბაგეზე.
თვალები ძვლივს გაახილა...
..უცნობი კედლები-მოთეთრო-მონაცრისფრო. 
`სადა ვარ?-გაიფიქრა... ფიქრი არ დააცალეს თეთრ ხალათიანმა ექიმებმა.
- თვალები გაახილა! ცოცხალია... ცოცხალი!
- გადარჩა?
- სადა ვარ?- და ვარც თქვა ეს ორი სიტყვა... გონება დაძაბა და გაახსენდა...
მშვენიერი დღე იყო, ღრუბლის ნაფლეთებს შორის მზე იჭყიტებოდა, დილით 
მეგობართან წავიდა. არ შეეძლო ვინმესთვის არ გაენდო თავისი სატკივარი. ეგონა რომ 
არ ვთქვა გული გამისკდებაო. არავინ დახვდა სახლში. ნელა დაეშვა კიბეზე. არ 
თავდებოდა კიბის საფეხურები... მისგან შეუმჩნევლად წამოეწივნენ ფიქრები...
 რა ბედნიერი ვიყავი გუშინ და რა უბედური ვარ ახლა...- ფიქრობდა გოგონა და 
ამ ფიქრებში ქუჩაში გავიდა.
 რა იქნება მომავალში... დამიბრუნდება?!. არა, ამაყია, ზედმეტად ამაყი, 
ვერ მაპატიებს, ვერა...~
- გოგონი, ფრთხილად მანქანა!_ უყვირა ვიღაცამ.
მძღოლის შეშინებული თვალები... ტკივილი... ვიღაცამ იკივლა... `ვაიმე
დედა - შეაშრა ბაგეზე.
- სამი დღე იცოცხლებს, მერე ვერაფერს შეგპირდებით,_ჩუმად უთხრა ექიმმა 
მშობლებს... 
რამ გააღვიძა მაინცდამაინც იმ წუთში, ხომ ვერ გაიგებდა ექიმის სიტყვებს... 
მაგრამ, ბედისწერა იყო ალბათ ესეც...
- მაშ, სამოცდათორმეტი საათი დამრჩა?! ო, ღმერთო, როგორ არ მინდა სიკვდილი, 
არ მინდა ღმერთო, შემიბრალე ნუ გამწირავ...
..ღმერთს არ ესმოდა მისი...
თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა დრო, ორი დღე გავიდა უკვე... ის კი იწვა და 
ფიქრობდა, ცდილობდა მის მახსოვრობაში შემორჩენილი ყოველი წამი აღედგინა...
..ღმერთს არ ესმოდა მისი... ანგელოზს რა უნდაო მიწაზე... 
ღმერთო! მაცოცხლე გემუდარები!.. მის უნახავად მაინც ნუ მომკლავ!.. 
ღამითაც არ იძინებდა: ძილი სამუდამო სასუფეველშიც მეყოფაო, საათს 
უყურებდა... გრძნობდა როგორ აკლდებოდა საათები, წუთები, წამები... ყოველ წუთს 
თავს აბეზრებდნენ მნახველები, უაზრო კითხვებით ართმევდნენ მისთვის ესოდენ 
ძვირფას დროს... გაიღებოდა კარები და ცრემლიანი თვალები... ნუგეში... 
ნუ გეშინია, მალე გამოჯანმრთელდებიო. გასულები კი ამბობდნენ: ვაი შვილო 
რა ბავშვი უნდა მოკვდესო!.. 
საათს დახედა... სამი საათის სიცოცხლე დარჩენოდა... როგორ უცბად გასულა 
დრო... როგორ არ უნდა ახლა ვინმემ შეაწუხოს... კარებმა გაიჭრიალა... 
თაიგული... სიშავემდე წითელი ვარდების თაიგული ფარავდა მოსულის სახეს...
...ჩემი საყვარელი ყვავილები... ნეტავ ვინ მომიტანა?.. ყვავილებს შორის 
ნაცნობ თვალებს წააწყდა... ის უხერხულად იდგა კარებში, მერე გამოერკვა, 
მიუახლოვდა... ყვავილებს შორის დაკარგული თვალები დააკავა... სკამი მისწია 
ახლოს და დაჯდა... 
..ერთხანს დუმილს უსმენდნენ... 
..თვალებით ეძახდნენ ერთმანეთს... 
..ბოლოს დაირღვა სიჩუმე...

- დღეს გავიგე შენი ამბავი, არ მჯეროდა სანამ ჩემი თვალით არ გნახე... 
ბიჭები მაშაყირებდნენ მეგონა... მერე კახამ დაიფიცა... მაინც არ მჯეროდა, ვერ 
ვიჯერებდი, ვერ წარმომედგინა... სანამ მოვიდოდი ყვავილები გიყიდე... 
გახსოვს იები რომ მოგიტანე?!.
- რა თქმა უნდა...
- ერთად რომ დავდიოდით ხელგადახვეულები?
- მახსოვს... 
- გახსოვს ის დღე, სიყვარული რომ აგიხსენი?
- რა დამავიწყებს... მე ყველაფერი გავიხსენე, რადგან ვიცი რომ ხვალ აღარ 
ვიქნები...
- მე შენ მიყვარხარ!..
- სიბრალული გალაპარაკებს...
- მე შენ მართლა მიყვარხარ!..
- არ მითხოვია შენთვის შებრალება...
- შენ არ გჯერა ჩემი, მე კი ვიცი, მაგრამ, აი რა...
- არ არის საჭირო, გეხვეწები...
- მე, მეშენ მიყვარხარ! ღმერთს გეფიცები მიყვარხარ!..
..ისევ დუმილი, არ უნდოდა საათზე დაეხედა, გრძნობდა წუთებიღა დარჩენოდა...
- იცი რაა?
- რაა?
- მინდა, რომ ამ ქვეყნიდან წასულს შენი ტუჩების სითბო გამყვეს!..
..და ტუჩები დაეწაფნენ ერთმანეთს...
..ყვირილმა საავადმყოფო შეძრა...
თეთრ კარებში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ ექიმები, მშობლები, 
მეგობრები...
ლოგინთან დაჩოქილი ბიჭი გაშეშებულიყო... ცხელი ცრემლები ისე მოსრიალებდნენ 
სახეზე, როგორც წვიმის წვეთები მინაზე... 
..სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში...
..ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო...


მე მომწონს StatusMania ヅ™ და შენ?   [ გამოხმაურებები ]

სასიყვარულო, პოეზია, ჩანახატები, ისტორიები



* დატოვე კომენტარი პირველმა,
გაუზიარე შენი აზრი სიახლის ავტორს ..
კომენტარის დამატება
http: img
ქართული კლავიატურა (ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით"~")
დამატებითი ემოციები