ოთხშაბათი, 03 ივნ 2020, 8:55 PM
მთ. ადმინი ຫອმຕ♪♫™ • 2014/2020 წ.
- Banner"
Banner
- Top Users"
ຫອმຕ♪♫™
სტატიები: 117
პოსტები: 37
კომენტარები: 30
გამოხმაურებები: 3
L♥VELY♥
სტატიები: 30
პოსტები: 10
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 1
DaFF™
სტატიები: 28
პოსტები: 15
კომენტარები: 13
გამოხმაურებები: 0
Forever☚
სტატიები: 20
პოსტები: 17
კომენტარები: 0
გამოხმაურებები: 0
MariaMo
სტატიები: 13
პოსტები: 2
კომენტარები: 2
გამოხმაურებები: 0
Fashion彡™
სტატიები: 10
პოსტები: 13
კომენტარები: 3
გამოხმაურებები: 0
marikordzaia
სტატიები: 8
პოსტები: 9
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 0
- Chat Box"
GE|EN
- Banner"
- Statistics"
სულ
მომხმ.
სტუმარი
სულ ონლაინში » 1
სტუმარი » 1
მომხმარებელი » 0
ონლაინში არავინაა

ქაღალდის ჯარისკაცი

ბავშვური,შეიძლება ითქვას,ზედმეტად ბავშვურიც. გულუბრყვილო,მორიდებული იყო. გული ყოველთვის სიხარულით ჰქონდა სავსე. ხშირად მისაყვედურია:ნელი,აზრზე მოდი,ყველა ანგელოზი ნუ გგონია,ასე ადვილად ყველას კარგი ადამიანის იარლიყს ნუ მიაკრავ -მ ეთქი,მაგრამ ამაოდ. ყველას რაღაც კარგს გამოუძებნიდა და მხოლოდ ამ კარგზე ამახვილებდა ყურადღებას. იმ დღესაც ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: 
- რა ქნას,ცხოვრებამ გახადა ასეთი,თორემ გულის სიღრმეში იცი,რა კეთილია? 
-მე ასეთ ,,კეთილებს" აფერისტებს ვეძახი. 
- კაი რა,ისიც ხომ ადამიანია,არა?! 
- კი ოღონდ ხიხია ადამიანი:) 
-ხოდა,სწორედ მაგ ,,ხიხია" ადამიანს სჭირდება დახმარება,თორემ კარგს დახმარება რად უნდა? 
- რას მელაპარაკები,შენ არ იცი,რომ დედა ტერეზა არც მე ვარ და არც შენ? იცოდე,ერთხელაც მაგრად გაკტენს ვიღაც იდიოტი გულს და მერე გვიანი იქნება. 
-ყველა ცდება. 
-გააჩნია შეცდომას! 
-სიყვარული და მიტევება ამ ცხოვრების წესია. 
-ოღონდ არა ჩემთვის. 
- რა საძაგელი ხარ:( 
- ვა.გოგოები, ,,ფანჯარა" გაქვთ თქვენც? ღიმილით გვკითხა თამუნამ აუდიტორიაში შესვლისთანავე. 
- კი,ამის შემდეგ დიპლომატიის სემინარიღაა და მერე მოედანზე ,,დავაბირჟავებთ", არ წამოხვალ? 
- აუ,ვერა,ხვალისთვის ბევრი სამეცადინო მაქვს და არ გამოვა:( მაგრამ სულიერად თქვენთან ვიქნები. 
- ეჰ,კაი რაა,სულიერად ალბათ პაპაჩემიც აღარ მოდის ხოლმე საიქიოდან.) ნუ გიყვარს მასეთი ლაპარაკი,არ შეიძლება,ხელი წამკრა ნელიკომ. 
- რატომ ძეგლს აღარ დამიდგამენ,თეატრის კიბეებთან? 
- რა,მაგას საერთოდ ვინმე აპირებდა? 
- ვინ იცის,შეიძლება. 
- აბა კი,სულ მაგაზე ფიქრობენ. 
- მეტი რა შეგრჩებათ:) 
- გაჩუმდი,თორემ მიგტყიპე და ეგაა!
- წამო,ნელ, ,,გავმაზოთ"ბოლო ლექცია,დავიღალე ლოდინით. 
- განა ესეც სკოლაა,გოგო! 
- დიდ განსხვავებას ვერ ვამჩნევ.
- ჯანდაბას,წავიდეთ,ოღონდ უკანა კიბეებით ჩავიდეთ. 2. თამუნას დავემშვიდობეთ და კიბეები მთელი სისწრაფით ჩავირბინეთ,კაცს ეგონებოდა,უკან ნაპოლეონის არმია მისდევთო:) ბოლო სართულის კიბეზე ნელიკოს ჩანთა ხელიდან გაუვარდა და სულ რიხინ-რიხინით ჩაგორდა. მე სიცილი ვერ შევიკავე და ერთი ამბავი ავტეხე,ნელიკო კი იდგა გაშეშებული და საცოდავი თვალებით ხან მე მიყურებდა,ხან-ჩანთას. 
- ვაიმე გოგო,ჩანთაში ტელე მიდევს:( 
- ხოდა დროზე,ის ჩანთა თავისით კი არ ადგება და ამოვა კიბეებზე. საბედნიეროდ,ტელე არ გაფუჭებულა,გადარჩა,სიცილით გამოვედით გარეთ. გამოსვლისთანავე ვიღაც მაღალმა ტიპმა ნელიკოს ხელში რაღაც ფურცელი მიაჩეჩა და უნივერსიტეტში შევიდა,ფურცელზე კი ეწერა:,,მე ერთი თავისუფლებაწართმეული ქაღალდის ჯარისკაცი ვარ.სახლი მაქვს ქვიშისა და ნისლისა,ცხოვრების ქარცეცხლში მხოლოდ იმიტომ დავმარცხდი,რომ ,,ზოროს ნიღაბი" ჯიბიდან ამომვარდა და დავკარგე. შენ თუ თვლი,რომ შეგიძლია ჩემში დარჩენილი სიყვარულის აჩრდილი ხორციელი გახადო,ნუ დაიზარებ,დაეხმარე ბუნებით რომანტიკოსს! დიდი იუმორით: შენი ცხოვრება:)" ფურცელზე ,,ბალი" ნომერი იყო მითითებული. 
- ორი ფრაზა მიუჩხაპნია,ორივეგან ,,რომ" კავშირი აქვს გამოყენებული,აშკარად აფერისტია,თან რომელი ქაღალდის ჯარისკაცი,მაგას რა ქაღალდი ეყოფოდა,რამხელაა,რას იტყვი,ნელ? 
- ყველაფერში ცუდს და საეჭვოს როგორ ხედავ? 
- ოფ დაიწყო დედა ტერეზობა:) ნელიკომ ენა გამომიყო,ფურცელი ჯინსის ჯიბეში ჩააცურა,გამიღიმა და მითხრა:
- გადმოადგი,ფილოსოფოსო,ფეხები,რას დაყუდებულხარ კუბოს ფიცარივით? ვატყობდი,რაც დრო გადიოდა,ნელის უფრო და უფრო მოსწონდა ,,ქაღალდის ჯარისკაცი," მე კი უფრო და უფრო ეჭვის თვალით ვუყურებდი ამ ტიპს,თუმცა არ ვიცი,რატომ:( 3. ერთ დღეს კლასელებმა გადავწყვიტეთ,უნივერსიტეტში მოწყობა აღგვენიშნა და ვიქეიფეთ.ქეიფზე ჩვენს კლასელ ბიჭებს ,,ქაღალდის ჯარისკაციც"მოჰყვა.ის ტიპი მათი ძმაკაცი აღმოჩნდა.ისეთი ზრდილობიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა,ჩემს თავს ვუსაყვედურე,რას ვერჩი,ნელიკოს თქმისა არ იყოს,რას ამოვიჩემე ეს საცოდავი-მეთქი.არადა,ეს ჩემი ბოლო დასკვნა მცდარი აღმოჩნდა.ამ ვითომდა ზრდილობიანმა ბიჭმა ჩემი დაქალის მიმართ ზედმეტი ,,სიმპათია"გამოამჟღავნა და აშკარა სითავხედეში გადავიდა... ბოლოს გაირკვა,რომ შეყვარებულიც ჰყავდა და უბრალოდ ფლირტის მოყვარული იყო, ,,ქაღალდის ჯარისკაცს"გულიც ქაღალდის აღმოაჩნდა:( P.S. ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია:სიყვარული,ძალაუფლება,სილამაზე,სიკეთე და,თქვენ წარმოიდგინეთ,მადლიერების გრძნობაც კი.ზოგჯერ შეიძლება შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანისთვის სიცოცხლეც კი გაწირო,შენი პრინციპები დათმო და მისი ცხოვრებით იცხოვრო.შემდეგ გავა დრო და ხვდები,რომ სულ ტყუილად,ის შენგან ამას არ იმსახურებდა,სადღაც გულის სიღრმეში სევდის სიმები თავს შეგახსენებს და ვინ იცის უფალს,უკვე მერამდენედ უსაყვედურებ:რისთვის,უფალო?! მარტო რომც არ იყო,თავს მაინც მარტოდ იგრძნობ.რაღაც მომენტში დრო შენთვის აზრს დაკარგავს და ზოგჯერ სამუდამოდაც კი.ბრძოლის უნარს კარგავ,ცხოვრებას უშინაარსოდ განაგრძნობ,არადა, ,,სიცოცხლე მოძრაობას ითხოვს."წლები არ დაგინდობს და თავის კვალს დაგატყობს.ერთ დღესაც,როდესაც სარკეში ჩაიხედავ,მიხვდები,რომ კვლავ შეცდი,შენს სულს თავისუფლება წაართვი,არადა,რისთვის,ვისი გულისთვის?!რომ შეგიყვარონ,ამისთვის მხოლოდ შენი სიყვარული არ კმარა.გულს ვერ უბრძანებ და გრნობებეს ვერ განსაზღვრავ,ყველაფერი ეს თავისთავად ხდება,დაუკითხავად დაგატყდება თავს,შენ კი მხოლოდ ის დაგრჩენია,ამ სევდას არ მისცე უფლება,დაგაჩოქოს და სიყვარულის ერთ ჩვეულებრივ მონად გაქციოს,რადგან ამ გრძნობას დაჩოქება კი არა,გაგება და გაფრთხილება სჭირდება.მხოლოდ ერთის ერთგულება ამ გრძნობის მარადისობას არ ნიშნავს. ამქვეყნად ბევრი მარტოსული და ,,სევდიანი ჯამბაზი" დააბიჯებს მხიარული სახით,თუმცა ისინი სინამდვილეში მარტოობის და იმედგაცრუების მსხვერპლნი არიან,მხიარული ნიღბებით,ნიღბებით,რომელიც მათ ნამდვილ სულს მალავს.ზოგი მათგანი სწავლობს ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას,ზოგი კი მის საშინელ ლაბირინთში იკარგება და სამუდამოდ იქ რჩება:( გულს ნურავის ნუ ატკენ,ყოველ შემთხვევაში,ეცადე მაინც.კარგია,როცა გული სიკეთით გაქვს სავსე,თუმცა ზედმეტიც ნუ მოგივა და მთლად სიკეთის განსახიერებადაც ნუ გადაიქცევი-დამარცხდები! გახსოვდეს რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო:).

 
 

მე მომწონს StatusMania ヅ™ და შენ?   [ გამოხმაურებები ]




* დატოვე კომენტარი პირველმა,
გაუზიარე შენი აზრი სიახლის ავტორს ..
კომენტარის დამატება
http: img
ქართული კლავიატურა (ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით"~")
დამატებითი ემოციები