ხუთშაბათი, 04 ივნ 2020, 2:35 AM
მთ. ადმინი ຫອმຕ♪♫™ • 2014/2020 წ.
- Banner"
Banner
- Top Users"
ຫອმຕ♪♫™
სტატიები: 117
პოსტები: 37
კომენტარები: 30
გამოხმაურებები: 3
L♥VELY♥
სტატიები: 30
პოსტები: 10
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 1
DaFF™
სტატიები: 28
პოსტები: 15
კომენტარები: 13
გამოხმაურებები: 0
Forever☚
სტატიები: 20
პოსტები: 17
კომენტარები: 0
გამოხმაურებები: 0
MariaMo
სტატიები: 13
პოსტები: 2
კომენტარები: 2
გამოხმაურებები: 0
Fashion彡™
სტატიები: 10
პოსტები: 13
კომენტარები: 3
გამოხმაურებები: 0
marikordzaia
სტატიები: 8
პოსტები: 9
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 0
- Chat Box"
GE|EN
- Banner"
- Statistics"
სულ
მომხმ.
სტუმარი
სულ ონლაინში » 1
სტუმარი » 1
მომხმარებელი » 0
ონლაინში არავინაა

ბედნიერების შეგრძნება...
მე არ მესიმ იმ ადამიანების, რომლებიც ყველა სირთულის გამო ცხოვრების სისასტიკეს ახსენებს. დიახ, ცხოვრება თავის წილად რთულია და ხშირად ადამიანები ვიბრძვით, რომ რაღაცას მივაღწიოთ და ბედნიერები ვიყოთ. ცხოვრება კიბეა, ხან ზემოთ ადიხარ და ხან ქვემოთ გიწევს ჩამოსვლა. აქედან გამომდინარე კიბეზე ასვლისას იგებ, თუ როგორი გემო აქ ბედნიერებას და აცნობიერებ, რომ სირთულეები მხოლოდ გაძლიერებს და მეტად მიზანდასახული ხდები საკუთარი სურვილების ახდენაში. იყო ბედნიერი არც თუ ისე მარტივია, როცა ვერ აცნობიერებ რას ნიშნავს იყო ბედნიერი. ხშირად ადამიანებს არ ყოფნით ის რაც ბედნიერებისთვის გააჩნიათ. იყო ბედნიერი, ეს თავისებური ნიჭია. ამჩნევდე იმას რაც შენს ირგვლივ არის და რამაც შეიძლება გაგაბედნიეროს. ვფიქრობ, როცა ადამიანი უჩივის ცხოვრებას, მას უბრალოდ არ აქვს ნაპოვნი გზა, რომელსაც უნდა გაჰყვეს თავისი ოცენებებისკენ ან და უბრალოდ მას ვერ უპოვია საკუთარი ადგილი ამ სამყაროში. გააჩნია ვის როგორი წარმოდგენა აქვს ბედნიერებაზე. მაგალითად, როცა დილით იღვიძებ და გესმის, თუ როგორ ჭიკჭიკებენ ჩიტები, ან როგორ ცდილობს მზის სხივები ფანჯარაში ფარდის მიღმა შემოჭყეტას.. ან და გარეთ სეირნობისას როგორი ლამაზია ბუნება.. თუნდაც როცა ხედავ ეზოში მოთამაშე პატარა ბავშვებს, რომლთაც სიცილი სულს ათბობს და სახეზე ღიმილს გგვრის.. მთავარია შეგეძლოს იყო ბედნიერი იმით რაც შენს ირგვლივაა, ცხოვრებაში კი ბევრი ისეთი სირთულე იქნება რომ მისი გადალახვის შემდეგ მეტად ძლიერი იქნები.. პირიქით, მეტად პოზიტიურად უნდა იყო განწყობილი, რადგან ამაზეა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მოვლენები შენს ცხოვრებაში... მეც ვხედავ ბევრ ტკივილს, სიღარიბეს, ტანჯვას, მაგრამ ასევე მე იმასაც ვხედავ რომ ბევრი რამ მაბედნიერებს.. და ვცდილობ რომ ამას ჩავეჭიდო, რათა არ დავკარგო ცხოვრების ხალისი და მქონდეს მიზანი, რისკეცან მივიწევ. ბევრი ცუდიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და ამას ვუყურებ ისე როგორც გამოცდილებას და ვფიქრობ რომ ამ ყველაფერმა მეტად გამაძლიერა.. დრო გადის და თავისთავად ყველაფერი ცვალებადია.. მაგრამ სიცოცხლის დასასრული უბრალოდ წერთილია და თუ თავად დასვავ წერტის, ეს დასასრულია და თუ უფალს მიენდობი ეს ბევრად მეტია... ==============================================================
თუ თვლი რომ არ ხარ და არც იქნები ბედნიერი, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ.. თუ არ იცი რა გსურს ამ ცხოვრებაში და არ გაქ მიზანი, მაშინ სასწრაფოდ უნდა დაიწყო დაკუთარი თავის ძიება და მისცე რაღაც მიზანი, შემდეგ კი ყველაფერი თავისით მოგვარდება.. მეტად უნდა მიაქციო ყურადღება იმას, რაც უბრალოდ შენში დადებით ემოციებს იწვევს, შემდეგ კი ეს ყველაფერი გადავა ბედნიერებაში და საბოლოო ჯამში გაჩნდება მიზანი, რისი საშვალებითაც შენ უბრალოდ შეძლებ გააგრძელო ცხოვრება სრულფასოვნად და ბედნიერად.. ხოლო სირთულეებს გაგებით უნდა მოეკიდო, რომ ეს ცხოვრების რაღაც ეტაპია და გადალახვა ყველაფრის შეიძლება, შეუძლებელი კი არაფერია თუკი სურვილი და მონდომება გააჩნია ადამიანს.. ცხოვრება კი არაფერ შუაშია, ყველაფრის მიზეზი ადამიანის დამოკიდებულებაა ცხოვრებისადმი, ყველაფერი ემოციებიდან და განწყობიდან მოდის ...
ავტორი: ❀ Tamo Tamm ❤.. (ຫອმຕ♪♫™)
მე მომწონს StatusMania ヅ™ და შენ?   [ გამოხმაურებები ]

დეპრესია, ბედნიერების შეგრძნება, სევდა



* დატოვე კომენტარი პირველმა,
გაუზიარე შენი აზრი სიახლის ავტორს ..
კომენტარის დამატება
http: img
ქართული კლავიატურა (ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით"~")
დამატებითი ემოციები