სამშაბათი, 22 სექტ 2020, 5:31 PM
მთ. ადმინი ຫອმຕ♪♫™ • 2014/2020 წ.
- Banner"
Banner
- Top Users"
ຫອმຕ♪♫™
სტატიები: 118
პოსტები: 37
კომენტარები: 30
გამოხმაურებები: 3
L♥VELY♥
სტატიები: 31
პოსტები: 10
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 1
DaFF™
სტატიები: 29
პოსტები: 15
კომენტარები: 13
გამოხმაურებები: 0
Forever☚
სტატიები: 20
პოსტები: 17
კომენტარები: 0
გამოხმაურებები: 0
MariaMo
სტატიები: 13
პოსტები: 2
კომენტარები: 2
გამოხმაურებები: 0
Fashion彡™
სტატიები: 10
პოსტები: 13
კომენტარები: 3
გამოხმაურებები: 0
marikordzaia
სტატიები: 8
პოსტები: 9
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 0
- Chat Box"
GE|EN
- Banner"
- Statistics"
სულ
მომხმ.
სტუმარი
სულ ონლაინში » 1
სტუმარი » 1
მომხმარებელი » 0
ონლაინში არავინაა

თითქოს როგორი ადვილია სიყვარული..
თითქოს როგორი ადვილია სიყვარული,
თითქოს რა უნდა...
მაგრამ სულ უბრალოდ,
დაფიქრდები,
შეგიძლია თუ არა ვინმესთვის
ფინჯანი ყავის, ან ჩაის ისე მომზადება,
რომ არ კითხო, რამდენი კოვზი შაქრით უყვარს
და გაგეღიმება,
რადგან მიხვდები,
რომ ზოგჯერ, "ერთი" უფრო მეტია,
ვიდრე ასი, ვიდრე ათასი, ვიდრე ზოგადად ყველაფერი.
ნეტა, რამდენი ისეთი დღეა ჩემს ცხოვრებაში,
რომელიც ცალ-ცალკე გავატარეთ,
არ ვიცი, სად ვიყავი, ვისთან, ან რას ვაკეთებდი ამ დროს,
მეშინია, რომ ისინი მხოლოდ ჩემს ცხოვრებაშია და არა შენსაშიც,
უბრალოდ, მინდა ყველა მათგანის უკან დაბრუნება შემეძლოს,
მაგრამ სასწაულიც რომ მოხდეს და ეს გამომივიდეს,
იქნებ შენ აღარ გქოდნეს ამის სურვილი,
აღარ გინდოდეს ჩემთან ყოფნა.
ზოგჯერ, იმისთვის მჭირდები,
რომ შინაგანი სიცარიელე შემივსო,
ზოგჯერ, კი მხოლოდ ის მინდა,
მაგრძნობინო, რამდენად მარტო ვარ.
იქნებ უფრო მეტი ფული და მეტი თავისუფალი დრო რომ გვქონოდა,
უფრო მეტადაც გვყვარებოდა ერთმანეთი,
მაგრამ გულის სიღრმეში მჯერა,
რომ ეს ყველაზე სულელური აზრია,
რაც ადამიანს მოსვლია თავში.
სულ მაწუხებს ერთი კითხვა,
შესაძლოა, მთელი ცხოვრება ერთად გავატაროთ,
მაგრამ როცა ჩვენი სულები შეხვდებიან,
იცნობენ თუ არა ერთმანეთს...
გაუმართლა იმათ,
ვისაც ერთმანეთი უყვარდა
და ცხოვრებამ თავისი რვეულიდან შუა ფურცელივით ამოგლიჯა,
რადგან არიან ისეთებიც,
ვინც იმ ფურცლებს ჰგვანან,
ერთ ნახევარს რომ ამოხევ და მეორე რვეულში რჩება.
შეყვარებულებს, რომ მართლა ერთი გული უცემდეთ,
განშორებისას,
გაფცქვნილი მზესუმზირის ჩენჩოს დაემსგავსებოდნენ,
რადგან ეს გული მარტო დარჩებოდა და არცერთს გაჰყვებოდა თან.
არ ვიცი, ერთად ყოფნა უფრო ძნელია, თუ ცალ-ცალკე,
რადგან ზოგჯერ,
ერთად არიან და ერთმანეთი არ ახსოვთ,
მაგრამ მიატოვებენ და შემდეგ ვეღარ ივიწყებენ.
ამ ქალაქში
ცრემლებს ჰგვანან შეყვარებული წყვილები,
მოდიან წყვილად,
მაგრამ ცალ-ცალკე.
როგორი უცნაურია,
რომ შესაძლოა,
ის შენი სულის ნაწილი იყოს,
შენ კი ვერაფრით გახდე მისთვის იგივე.
რა მარტივად გადაესმევა ხოლმე ხაზი,
მათ ვინც ყველაზე ახლოა შენთან,
ვინც იმდენად ახლოა,
რომ გამჭვირვალე ხდება შენთვის
და ეს ხაზები სულაც არ ჰგავს,
ცაზე თვითმფრინავების დატოვებულ კვალს,
ისინი უფრო უიარაღოდ მიყენებული ჭრილობებია,
როგორც გვალვისგან იხლიჩება მიწა,
რადგან ვისაც უფრო მეტად უყვარს,
თვითონაა მოკლებული სიყვარულს.
სიყვარულია მუდმივად ვალის დაბრუნება მისთვის,
ვისიც არაფერი გმართებს.
ჩვენ ტკივილებსაც ვჩუქნით ერთმანეთს
და ეს ტკივილები,
ადრე თუ გვიან, შესაძლოა ჩვენთვის ძვირფასიც გახდეს.
არსებობს კიდევ ასეთი შიში,
რომ ერთხელაც, გეტყვი, მივდივარ მეთქი
და შენ დარჩენას აღარ მთხოვ.
შენ ქარი ხარ,
მაგრამ მე არ მინდა ხმელ ფოთოლს ვგავდე,
მე მინდა ვიყო იალქნიანი ნავი,
ან ქარის წისქვილი.
შენ დაიღალე,
შენ გაჩუმდი,
მაგრამ მე მაინც გავაგრძელ შენი მოსმენა.
არათუ სიტვბები,
შენი დუმილიც ძვირფასია ჩემთვის,
შენი სიჩუმე.
არცერთი სიტყვა არ გითქვამს,
მაგრამ მე მაინც ხმაზე გიცანი.
ნაბიჯების ხმაზე.
შენ გვერდითა ოთახში ხარ,
მე კი საკუთარ თავს ველაპარაკები შენზე.
მთელი დღეა შენზე ვფიქრობ,
სხვა არ ვიცი რა გავაკეთო,
მაგრამ განა ეს უაზროდ დაკარგული დროა?
მინდოდა ჩემს მოჭრილ ფრთებს შეხებოდი,
მინდოდა გენახა,
რა ხდება ამ ჩამოშვებულ მხრებს მიღმა
და როგორც გულში ცრემლებშიც ისე ჩაგახედე.
ქუჩების მტვერში,
როგორც ღრუბელში,
ჩვენი სიყვარული ელავს.
მოდი და ისე გადამარჩინე,
რომ აღარასდროს დამჭირდეს შველა.
ჩვენი სიყვარული ხელის ერთი მოძრაობით შემოხაზულ გულის კონტურს ჰგავს,
რომლის ორივე მხარე შეუძლებელია ერთმანეთის პროპორციული გამოვიდეს,
მაგრამ ეს ვერასოდეს დაარღვევს მის მთლიანობას.
შენთვის ლურჯ ფურცელზე მზე დავხატე.
მეპატარავა და გავადიდე.
ისევ არ მეყო.
უფრო გავზარდე.
არ მახსოვს რამდენჯერ გავიმეორე ასე.
უბრალოდ,
მხოლოდ ბოლოსღა შევამჩნიე,
რომ ფურცელი მთლიანად გაყვითლებული იყო.
გული შუაზე გაგიყავი,
მაგრამ მთელი მისი ტკივილი და დარდი ჩემ მხარეს დავიტოვე,
შენ რომ მხოლოდ სიყვარული დაგრჩენოდა.
გთხოვ ნუ დახუჭავ თვალებს,
მე ისე ვდგავარ შენ წინ,
როგორც ღია ცის ქვეშ.
გახსოვდეს, მე მუდამ თვალებში გიყურებ.
სიყვარული
იმ კიბეზე სულმოუთქმელად არბენაა,
რომელიც არ მთავრდება
ბოლოში კი მაინც ღიაა კარი.
ადამიანებს შეუძლიათ,
ერთ პატარა შეცდომაზეც
ისე უბრალოდ დაანგრიონ წლობით ნაშენები ურთიერთობა,
როგორც საათობით ნაგროვებ სიჩუმეს,
ერთი ჩახველება არღვევს.
ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ...
ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ...
ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ...
და
ხელში ცარიელი გული გრჩება...
გადაიყვარო?
ეს იგივეა,
იყვირო და ამის შემდეგ - "გადაიყვირო".
ხომ არ გამოდის,
მერე რა მოხდა, თუ ვერავინ ვერ გაიგონა...
ავტორი: ლაშა მარგიანი
მე მომწონს StatusMania ヅ™ და შენ?   [ გამოხმაურებები ]

ადვილია სიყვარული, ლაშა მარგიანი, თითქოს როგორი



კომენტარები: 1 განახლება
1 № 1. DaFF™
9:32 AM, 17 აპრ 2020
უზომოდ მომწონს ამ ბიჭის შემოქმედება
კომენტარის დამატება
http: img
ქართული კლავიატურა (ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით"~")
დამატებითი ემოციები