სამშაბათი, 31 მარ 2020, 5:36 PM
მთ. ადმინი ຫອმຕ♪♫™ • 2014/2020 წ.
- Banner"
Banner
- Top Users"
ຫອმຕ♪♫™
სტატიები: 115
პოსტები: 34
კომენტარები: 33
გამოხმაურებები: 3
L♥VELY♥
სტატიები: 29
პოსტები: 10
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 0
DaFF™
სტატიები: 25
პოსტები: 14
კომენტარები: 14
გამოხმაურებები: 0
Forever☚
სტატიები: 20
პოსტები: 17
კომენტარები: 0
გამოხმაურებები: 0
MariaMo
სტატიები: 14
პოსტები: 2
კომენტარები: 2
გამოხმაურებები: 0
Fashion彡™
სტატიები: 11
პოსტები: 12
კომენტარები: 3
გამოხმაურებები: 0
marikordzaia
სტატიები: 8
პოსტები: 9
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 0
- Chat Box"
GE|EN
- Banner"
- Statistics"
სულ
მომხმ.
სტუმარი
სულ ონლაინში » 1
სტუმარი » 1
მომხმარებელი » 0
ონლაინში არავინაა

სიყვარულის ძიება გვცვლის ...
 ❀ ადამიანმა, ცხადია, უნდა ასაზრდოოს თავისი გონება, მაგრამ, ამავე დროს, მის დანაგვიანებას უნდა მოერიდოს. გონება და სიყვარული სხვადასხვა მასალისგან არის შექმნილი. გონება ადამიანებს ბოჭავს, მაგრამ არაფერს კარგავს, სიყვარული კი ყველა ბორკილს ამსხვრევს და ყველაფერს დაკარგვის საფრთხე ემუქრება.
გონება ყოველთვის გეუბნება:
„ფრთხილად, ზედმეტ გზნებას ერიდე“!
სიყვარული კი ამბობს: „ნუ კრთი, იყავი თამამი“!
გონებას ადვილად ვერ გატეხ, სიყვარული კი ერთი ხელის მოსმით შეიძლება შემოგეფშვნას ხელში. მაგრამ განძი სწორედ ნანგრევებში იმალება. განძს შემუსრული გული ინახავს!

 ❀ სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი, რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ შინაგან და გარეგან ფერისცვალებას.
» არისტოტელე

გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია,მაგრამ გაბრაზება მასზე ვიზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია. 
ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა. 
ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივ სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად. 
პლატონი ჩემი მეგობარია,მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი. 

გამონათქვამები სიყვარულზე

სიყვარული ცხოვრების დიადი სამკაულია. იგი აიძულებს ბუნებას აყვავდეს, ფერები ააციმციმოს, საუცხოო სიმღერები იმღეროს, დიდებულად იცეკვოს და ჩვენ ვიცით, რომ შრომისა და მონობის ჩაგვრისგან განთავისუფლებული კაცობრიობა არ გახდება პროზაული და უფერული, პირიქით, სქესობრივი სიყვარულიდან ბედნიერებისა და სიამოვნების ისეთ შედევრებს შეჰქმნის, რაც უწინდელ თაობათა მამაკაცებსა და ქალებს არც დასიზმრებიათ. მომავალში მამაკაცები და ქალები სიყვარულის უდიდეს პოემას შექმნიან. მაგრამ ამას ისინი გააკეთებენ სრული თანასწორობის საწყისებზე, ღრმა ამხანაგობის საწყისებზე.(ა. ვ. ლუნაჩარსკი)
   
ქალის სიყვარული მამაკაცისთვის მუდამ ნაყოფიერია, როგორიც უნდა იყოს ის, თუნდაც მარტო ტანჯვას განუმზადებდეს; ასეთ ტანჯვაშიც კი ბევრი რამ არის ძვირფასი. სულით ავადმყოფისთვის ის ძლიერი შხამია, მაგრამ ჯანმრთელისათვის სიყვარული იგივეა, რაც ცეცხლი იმ რკინისათვის, ფოლადად რომ უნდა იქცეს.(მ. გორკი)

ნუ იტყვით..
ნუ იტყვით, სულის სიმშვიდე
     ჯანმრთელობაა მხოლოდ..
არ თქვათ, სიმშვიდე მხოლოდ
     სიკვდილის შემდეგაა..
ნუ ემდურით უფალს და
     ნუ სთხოვთ შვებას, ახსნას..
ჰპოვეთ სიმშვიდე ბუნებაში,
     შეიგრძენით მისი ძალა,
განიტვირთეთ მისით და იპოვეთ მასში ახსნა,
     თუ რა მოგვცა უფალმა ამქვეყნიური
სიმშვიდის, შვების მოსაპოვებლად...
თითქოს ეს სიგიჟეა..
თითქოს ეს სიგიჟეა..
დაე იყოს ასე..
და მერქვას მე გიჟი,
თუკი მსურს
უსასრულობის ზღვაში შევცურო 
და მუდამ ვგრძნობდე იმას,
რომ დასასრული არ არსებობს...
საინტერესო და სასარგებლო ფრაზები
 „მთავარია ადამიანებმა შევძლოთ ერთი, ძალიან მარტივი რამის გაგება- ცხოვრება სულაც არ არის რთული, ის იმდენად მარტივია, რომ დაწყებისთანავე სრულდება. გავუფრთხილდეთ ჩვენს წილ ცხოვრებას, სხვაგვარად მხოლოდ არსებებად ვიქცევით“– თომა ხალვაში

„თუ სხვეს შეუძლია წარმატების მიღწევა ე.ი შეგიძლიათ თქვენც“

„წარმატება ხანგრძლივია, თუ იცი, რატომ ხარ წარმატებული“

„წარმატებულად გასროლის შანსის, ასივე პროცენტს დაკარგავ, თუ საერთოდ არ გაისვრი“
1-6 7-12 13-14