ორშაბათი, 06 ივლ 2020, 10:06 PM
მთ. ადმინი ຫອმຕ♪♫™ • 2014/2020 წ.
- Banner"
Banner
- Top Users"
ຫອმຕ♪♫™
სტატიები: 118
პოსტები: 37
კომენტარები: 30
გამოხმაურებები: 3
L♥VELY♥
სტატიები: 30
პოსტები: 10
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 1
DaFF™
სტატიები: 29
პოსტები: 15
კომენტარები: 13
გამოხმაურებები: 0
Forever☚
სტატიები: 20
პოსტები: 17
კომენტარები: 0
გამოხმაურებები: 0
MariaMo
სტატიები: 13
პოსტები: 2
კომენტარები: 2
გამოხმაურებები: 0
Fashion彡™
სტატიები: 10
პოსტები: 13
კომენტარები: 3
გამოხმაურებები: 0
marikordzaia
სტატიები: 8
პოსტები: 9
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 0
- Chat Box"
GE|EN
- Banner"
- Statistics"
სულ
მომხმ.
სტუმარი
სულ ონლაინში » 1
სტუმარი » 1
მომხმარებელი » 0
ონლაინში არავინაა

სიყვარულის ძიება გვცვლის ...
 ❀ მოთმინება გაძლებას როდი ნიშნავს. მოთმინება შორსმჭვრეტელობაა, რომელიც საბოლოო შედეგის გარდაუვალობაში გარწმუნებს. მოთმინება ის არის, ეკალს რომ უყურებ და ვარდს ხედავ, ღამეს რომ უყურებ და განთიადს ჭვრეტ. მოუთმენლობა კი სიბეცეა, შედეგის განჭვრეტის უუნარობაა. ღვთის მოყვარულთ მოთმინება არასოდეს ელევათ, რადგან იციან, რომ ნამგალა მთვარის სავსე მთვარედ გადაქცევას დრო სჭირდება.

 ❀ ამქვეყნად თითქმის ყველა სიძნელის წყარო ენობრივი ცდომილება და მარტივი გაუგებრობებია. ყოველთვის კბილი მოუსინჯე სიტყვას, თავს ნუ მოატყუებინებ! როცა სიყვარულის საუფლოში შეაბიჯებ, ენა ზედმეტი ბარგი ხდება. მხოლოდ დუმილით თუ ჩასწვდები იმას, რაც ენით არ ითქმის.

 ❀ ადამიანმა, ცხადია, უნდა ასაზრდოოს თავისი გონება, მაგრამ, ამავე დროს, მის დანაგვიანებას უნდა მოერიდოს. გონება და სიყვარული სხვადასხვა მასალისგან არის შექმნილი. გონება ადამიანებს ბოჭავს, მაგრამ არაფერს კარგავს, სიყვარული კი ყველა ბორკილს ამსხვრევს და ყველაფერს დაკარგვის საფრთხე ემუქრება.
გონება ყოველთვის გეუბნება:
„ფრთხილად, ზედმეტ გზნებას ერიდე“!
სიყვარული კი ამბობს: „ნუ კრთი, იყავი თამამი“!
გონებას ადვილად ვერ გატეხ, სიყვარული კი ერთი ხელის მოსმით შეიძლება შემოგეფშვნას ხელში. მაგრამ განძი სწორედ ნანგრევებში იმალება. განძს შემუსრული გული ინახავს!

 ❀ სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი, რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ შინაგან და გარეგან ფერისცვალებას.

 ❀ თუ გსურს, შეცვალო სხვების დამოკიდებულება შენდამი, პირველ რიგში, შეცვალე შენი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი. სანამ საკუთარი თავის გულწრფელ სიყვარულს არ ისწავლი, ვერავინ შეგიყვარებს. მაგრამ თუ ერთხელ მიაღწიე ამ საფეხურს, იყავი მადლიერი ყოველი ეკლისათვის, რომელსაც მოიხვედრებ და კეთილი საზღაური არ აგცდება: საბოლოოდ ვარდების ზღვაში იბანავებ.

 ❀ ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ თავისი ცხოვრების მართვას მოახერხებს, ისევე ცდება, როგორც თევზი, რომელმაც ოკეანის ზედამხედველობა მოინდომა.ზოგჯერ თავი ყოვლისმცოდნეები გვეჩვენება, მაგრამ ეს თავდაჯერება საპნის ბუშტივით სკდება, როცა ცხოვრება ამ ცრუმოლოდინს არ ამართლებს. გულისტკენა არ ასცდება არავის, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია.

 ❀ უკლებლივ ყველა სულიერისათვის, დედამიწაზე იქნება ის, ზღვაში თუ ჰაერში, გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს: ეშმაკობით უნდა აჯობოს თავის მტერს. ცოცხალი რომ დარჩე, უნდა იბრძოლო. ეს მარტივი ამბავია...

 ❀ არაფერი გაკლია თითქოს. ყოველ შემთხვევაში, ასე გგონია, სანამ მოვა ის ერთი ვინმე და მიგახვედრებს, რა გაკლდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. როგორც სარკე ნაკლს უფრო ირეკლავს, ვიდრე ღირსებას, ასეა ის ვინმეც. საკუთარ სულში ჩაგახედებს და დაგანახვებს, რომ ის გაუდაბურებულია, შენ კი ამის აღიარება აქამდე არა და არ გსურდა. ეს ვინმე შეიძლება საყვარელი მეგობარი იყოს შენი ან სულიერი მოძღვარი, ზოგჯერ კი სულაც ბავშვი, რომელსაც პატრონობ და უვლი. მთავარი ის არის, რომ როგორმე პოვო სული, რომელიც შენსას შეავსებს.

 ❀ ეს სამყარო თოვლიან მთას ჰგავს, სადაც შენი ხმა ექოს სახით გიბრუნდება. რაც უნდა ამოვიდეს შენი პირიდან, ავი თუ კარგი - ამა თუ იმ სახით უთუოდ უკანვე მოგივა. ამიტომ ლანძღვით ნუ უპასუხებ იმას, ვინც შენ წინააღმდეგ უკეთურ ზრახვას ატარებს გულში. ამით ვერაფერს მიაღწევ და ბოროტი ენერგიის მანკიერ წრეში იტრიალებ დაუსრულებლად. გიჯობს, ორმოცი დღის განმავლობაში მხოლოდ კარგი ილაპარაკო და იფიქრო ამ ადამიანზე, თავად ნახავ, ორმოცი დღის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება, რადგან დროის ამ მონაკვეთში თვითონ შენც იცვლი ფერს.

 ❀ ამქვეყნად სამი ადამიანი გებრალებოდეთ: მდიდარი, რომელმაც სიმდიდრე დაკარგა, პატივცემული კაცი, რომელსაც პატივი მოაკლდა და ბრძენი, რომელიც სულელების გარემოცვაში აღმოჩნდა.

 ❀ სამყარო უკუგების პრინციპს ემყარება. ერთი წვეთი სიკეთე, ერთი მწიკვი ბოროტება არ ჩაივლის შემოუქცევლად. ნუ შეუშინდები შეთქმულებებსა და ფანდებს. თუ ვინმე ხაფანგს გიგებს, უღმერთოდ არც ეგ იქნება, იცოდე. იგია შეთქმულებების დიდოსტატი. ხეზე ფოთოლი არ გატოკდება მისი ნების გარეშე. ბოლომდე ირწმუნე ეს. ღმერთს არაფერი ეშლება, მისი ყოველი ნაბიჯი მშვენიერია.ღმერთი გულმოდგინე მესაათეა. მისი წესრიგი ისე ზუსტია, რომ დედამიწაზე ყველაფერი თავის დროზე ხდება არც ერთი წუთით გვიან და არც ერთი წუთით ადრე. ეს საათი უკლებლივ ყველასთვის ზუსტად მუშაობს. ყველას თავის დროზე დაუდგება ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიკვდილისა.

 ❀ არასოდეს არის გვიან შენს თავს ჰკითხო: „ვარ თუ არა მზად, შევცვალო ჩემი ცხოვრება? ვარ თუ არა მზად, შევიცვალო მე თვითონ?“ ერთი დღეც თუ დაემსგავსა გუშინდელს, ნამდვილად დასანანი იქნება. ადამიანი ყოველწუთიერად, ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად უნდა ახლდებოდეს. თუ გსურს ხელახლა იშვა, სიკვდილამდე უნდა მოკვდე.

 ❀ ყველა გამარჯვებულს ჰგონია, რომ მისი ზეიმი სამუდამოა. ყველა დამარცხებული შიშობს, რომ სამუდამოდ არის ძლეული. მაგრამ ორივე ერთი მიზეზით ცდება: ყველაფერი იცვლება, შემოქმედის სახის გარდა.

 ❀ უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები
საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს... ამგვარ გამიჯვნას მხოლოდ დაწვრილმანებისაკენ მივყავართ. სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი სუფთაა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება.
 
მე მომწონს StatusMania ヅ™ და შენ?   [ გამოხმაურებები ]




კომენტარები: 1 განახლება
0 № 1. ຫອმຕ♪♫™
12:47 PM, 15 მარ 2020
კომენტარის დამატება
http: img
ქართული კლავიატურა (ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით"~")
დამატებითი ემოციები