ოთხშაბათი, 21 ოქტ 2020, 8:09 AM
მთ. ადმინი ຫອმຕ♪♫™ • 2014/2020 წ.
- Banner"
Banner
- Top Users"
ຫອმຕ♪♫™
სტატიები: 118
პოსტები: 35
კომენტარები: 30
გამოხმაურებები: 3
L♥VELY♥
სტატიები: 31
პოსტები: 10
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 1
DaFF™
სტატიები: 29
პოსტები: 15
კომენტარები: 13
გამოხმაურებები: 0
Forever☚
სტატიები: 20
პოსტები: 17
კომენტარები: 0
გამოხმაურებები: 0
MariaMo
სტატიები: 13
პოსტები: 2
კომენტარები: 2
გამოხმაურებები: 0
Fashion彡™
სტატიები: 10
პოსტები: 13
კომენტარები: 3
გამოხმაურებები: 0
marikordzaia
სტატიები: 8
პოსტები: 9
კომენტარები: 9
გამოხმაურებები: 0
- Chat Box"
GE|EN
- Banner"
- Statistics"
სულ
მომხმ.
სტუმარი
სულ ონლაინში » 1
სტუმარი » 1
მომხმარებელი » 0
ონლაინში არავინაა

მე ვეღარ გიტან

შენ
წახვალ შორს და ამინდებიც აირევიან
და მე დავრჩები, როგორც შორი, გაღმა ნაპირი,
გამიჭირდება,
გეფიცები, თანაც ძალიან,
მაგრამ არაფერს გაგრძნობინებ, როგორც დაგპირდი...

აქეთ ზამთარი შემოდგომის გარეშე დადგა
და არაფერი, სიცივეა გარეთ, შიგნით და
მე ყველაფერი გაპატიე სიმშვიდის გარდა
რადგან ასეა, არ უხდება წასვლას სიმშვიდე.

წისქვილი
გარეთ თოვდა... აბგად ჰქონდა... ერთი მუჭა ხორბალი.
ქარი ქროდა, ქარი ქროდა ... ტრიალებდა ბორბალი.
აღარც ფაცხა , აღარც ქისა , აღარც ჩინი თვალისა...
კაცი, საცხა ასი წლისა , იხსენებდა თავისას.

ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო,
ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო.

ველად ვსდიე. აბა, წიე, ჯანიანი ვიყავი,
თუმც, მალევე დავეწიე, ვერაფერი ვუყავი
მთელი ცხოვრებაა გეძებ
მთელი ცხოვრებაა გეძებ,
მთელი ცხოვრებაა გნატრობ,
იცი, შემეშალე ერთხელ,
ახლა მოგაგენი ვატყობ.
აი, ის ღიმილი სადაც
ერთ დროს დავიკარგე უკვე,
ჟამის გარდახტომის დროდან
ახლა სიგიჟისკენ ვუხვევ.
აი გაწვიმებას იწყებს
ხალხიც მოეფარა კედლებს,
მე კი გამოვედი გარეთ
უნდა შეგეფეთო მე შენ.
დიალოგი ღმერთთან
შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში
 
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად..
ღმერთო მოვეთრიე
ცოდვით დავთვერი და აქ მოვეთრიე,
ფეხზე ვერ ვდგავარ ისე ვარ მთვრალი,
ღმერთო შენს სახლში შემოვეთრიე,
მინდა გავსწორდეთ, მომცე ჩემი ვალი.
ცოტა თუ გჭორავდა მასთან ნათელია,
გოლგოთის მთას რომ თელავდი ჯვარით,
ცოდვები მარტო როცა გათელინა.
ვის ანაღვლებდი, გკიცხავდნენ ჯავრით,
რისთვის შეეწირე ასეთი მარგალიტი?
მათთვის ვინც მცირე ვერცხლზე გაგყიდეს
ნუთუ ღირდა ხალხისთვის ასეთი მაგალითი,
რომელთაც კვართი კამათლით გაყიდეს.
ამას აქ რა უნდა? ყველა მე მიყურებს
რამდენის აქ ყოფნა უბრალოდ მოდაა,
მათი ჩურჩული სმენას მიყრუებს
გულში მლანძღავენ და ერთი მოთქმაა.
მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება
მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება,
მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება,
ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა
და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა,
არ მემეტები მაგრამ რა ვქნა არც შენ დამინდე
არცერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე
მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი,
შენ კი შავ-თეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი..
მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს,
რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს.
სულ ის მინდოდა მოსულიყო შენთის ზამთარი ,
რომ ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი,
სულ ის მინდოდა მიყვარხრო ჩემთვის რომ გეთქვა
და ამ სუტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა..
1-6 7-7

Milena 16

ຫອმຕ♪♫™ 34

ΣΕ♥ΑΓΑΠΏ 726